სიტუაცია საქართველოს გზებზე: ქუთაისი-ლასდილის ტრასაზე მოძრაობა აღდგა

გზის გახსნა ოპერატიულად ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გზის გახსნა ოპერატიულად ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა კვირას დილით ქვისცვენის გამო აიკრძალა.