ნოემბერში თბილისში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევები.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. მეხუთე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი TIAF 2022 (Tbilisi International Animation Festival) კინოთეატრ „ამირანში“ 2-დან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ფესტივალის მიზანია თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენა, ანიმაციის მხატვრული სფეროს პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
ქართული ანიმაციური ფილმი „დაისი“
ღონისძიება მოიცავს ფილმების ჩვენებას, მასტერკლასებს, შეხვედრებს კინორეჟისორებთან და გამოფენებს. ფესტივალის მთავარი სამიზნე აუდიტორია მოზარდები და ახალგაზრდები არიან.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმების საკონკურსო პროგრამა მთელი მსოფლიოდან, ასევე თემატური პროგრამები. ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.