თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან პატიმართა კვების წესში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითაც ზრდასრულ და არასრულწლოვან პატიმართა კვება განსხვავებული იქნება.
მინისტრის ბრძანებით, არასრულწლოვანი პატიმრები, ზრდასრულებისგან განსხვავებით, გადადიან ოთხჯერად კვებაზე - საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი.
რუსთავის ციხე
© photo: Sputnik / Stringer
ამასთან, დამტკიცებული მენიუს მიხედვით, სადილი შედგება სამი კერძისგან, ვახშამი იქნება ხორცი გარნირთან ერთად, ხოლო სამხარზე იქნება ნამცხვარი.
მენიუ კვირაში ერთხელ შეიცვლება და სეზონზე იქნება დამოკიდებული. ამგვარად, არასრულწლოვანი პატიმრები საუზმეზე მიირთმევენ ფაფას რძით, ჩაის და კარაქიან პურს, სადილზე იქნება წვნიანი, ხორციანი კერძი გარნირით, კომპოტი ან ხილი, სამხარზე - ოლადები, ხაჭაპური ან ხაჭოს კვერები, ხოლო ვახშამზე კვლავ ხორციანი კერძი გარნირით, კარაქიანი პური და ჩაი.
არასრულწლოვანთა ყოველდღიური რაციონის კალორაჟი მინიმუმ 3,2 ათასი კილოკალორია იქნება
საქართველოს ციხეებში 32 მსჯავრდებული და 17 ბრალდებული არასრულწლოვანია.