თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთის ჩრდილოეთით შახტში აფეთქების შედეგად მსხვერპლის რიცხვმა 40–ს მიაღწია, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.
მანამდე ცნობილი იყო, რომ დაიღუპა 28 ადამიანი.
„სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვმა 40–ს მიაღწია“, – განუცხადა სოილუმ ჟურნალისტებს.
აფეთქება შახტში, 300 მეტრ სიღრმეში თურქეთის ჩრდილოეთით, ბართინის პროვინციაში მოხდა. იმ დროს იქ 115 ადამიანი იმყოფებოდა. ზოგიერთი ევაკუირებულია.