თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე შახტში აფეთქების შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა.
თურქეთის ჩრდილოეთით, ბართინის პროვინციაში მდებარე შახტში ძლიერი აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. აფეთქებამ 41 მეშახტე იმსხვერპლა.
აფეთქება თურქეთის შახტში
© photo: Sputnik / Stringer
„ბართინში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც გუშინდელი საღამოდან მიმდინარეობდა, დასრულებულია“, - მოჰყავს მინისტრის სიტყვები ტელეარხ TRT Haber-ს.