მსოფლიო დღეს

თურქეთში გაზის ახალი ჰაბის თაობაზე მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში დაიწყება

Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთისა და რუსეთის დელეგაციათა მოლაპარაკებები გაზის ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში დაიწყება, შეხვედრის ადგილი უახლოეს დღეებში განისაზღვრება, იუწყება „რია ნოვოსტი“ ანკარის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. მანამდე მან განაცხადა, რომ დაზიანებული „ჩრდილოეთის ნაკადებიდან“ გაზის ტრანზიტის გადატანა შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთშია შესაძლებელი, თუ პარტნიორები ამ წინადადებას დათანხმდებიან.
წყაროს თქმით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა უკვე იმსჯელეს იდეაზე და შესაბამის უწყებებს საკითხის დეტალური და სწრაფი შესწავლა-დამუშავება დაავალეს.
როგორც წყარო აცხადებს, დელეგაციათა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც პირადად აკონტროლებენ პროცესს, დეტალური მოხსენება წარედგინებათ.