მსოფლიო დღეს

NASA-მ ასტეროიდს, რომელიც დედამიწისკენ მოფრინავდა, კურსი შეუცვალა - ფოტო

Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაადასტურა, რომ მისი ბოლო მცდელობა, შეეცვალა ასტეროიდ დიმორფის კურსი, წარმატებით დასრულდა.
ამერიკელ მეცნიერთა აზრით, 160 მეტრი სიგანის კოსმოსური სხეულის ორბიტა მას შემდეგ შეიცვალა, რაც სექტემბერში მას NASA-ს მიერ გაშვებული ზონდი „დარტი“ შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსური სააგენტოს ამ მისიის მიზანი იყო იმ სტრატეგიის გამოცდა, რომელიც პოტენციურად საშიში კოსმოსური სხეულების დედამიწასთან შეჯახების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზონდის დაჯახების შედეგად ასტეროიდი კურსიდან გადაიხარა, რითაც დამტკიცდა, რომ ასეთი სტრატეგია იმუშავებს, თუ ზონდს დროულად გაუშვებენ და ამასთან კოსმოსური სხეულის მასა არცთუ ისე დიდი იქნება.

„ამ მისიამ აჩვენა, რომ NASA ცდილობს მოემზადოს ნებისმიერი სიურპრიზისთვის, რომელიც კოსმოსმა შეიძლება შემოგვთავაზოს. ვფიქრობ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეიძლება პლანეტის სერიოზულ დამცველებად მივიჩნეოდეთ“, — განაცხადა NASA-ს წარმომადგენელმა ბილ ნელსონმა.

თუმცა, პროგრამა Dart-ის მონაწილე დოქტორ ტომ სტატლერს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი წარმატებული ექსპერიმენტის საფუძველზე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არ ღირს, რადგან ასტეროიდები შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით.
ამასთან მეცნიერს მიაჩნია, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი საწყის წერტილად გამოდგება NASA-ს მიერ სხვადასხვა შეჯახებათა მოდელირებაში გათვლებისთვის.