მიწავაშლა (Heliánthus tuberósus), იგივე ტოპინამბური მრავალწლოვანი გორგლიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა. გარეგნობით ყვავილით მზესუმზირას წააგავს. მისი სამშობლოა ამერიკა. ევროპაში მე-17 საუკუნეში შემოიტანეს, საიდანაც მე-18 საუკუნეში გავრცელდა ჯერ რუსეთში, ხოლო შემდეგ - საქართველოში.
მიწავაშლას შემადგენლობა
მეცნიერები, როდესაც მიწავაშლას შემადგენლობას იკვლევდნენ, გაოცებული იყვნენ ამ შემადგენლობის მრავალფეროვნებით. რკინის შემცველობით ის ბევრად აღემატება სტაფილოს, კარტოფილს, თალგამს, ჭარხალს. ასევე მის შემადგენლობაშია კალიუმი, კალციუმი, კაჟბადი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფტორი, ქრომი და სხვა ნივთიერებები.
ტოპინამბური შეიცავს უჯრედისს, პექტინს, ორგანულ მჟავებს, ცხიმებს, ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს (არგინინი, ვალინი, ლიზინი, ლეიცინი და სხვა). ის მდიდარია ვიტამინებით: B1, B2, B6, C, PP, E, A, კაროტინოიდებით.
ტოპინამბური შეიცავს უჯრედისს, პექტინს, ორგანულ მჟავებს, ცხიმებს, ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს (არგინინი, ვალინი, ლიზინი, ლეიცინი და სხვა). ის მდიდარია ვიტამინებით: B1, B2, B6, C, PP, E, A, კაროტინოიდებით.
მიწავაშლას სასარგებლო თვისებები
მიწავაშლა ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ის კარგი საშუალებაა პოდაგრის, შარდის ბუშტში კენჭების, ანემიის, მარილების დაგროვების, ჭარბწონიანობის დროს. ის სისხლში ამცირებს შაქრის დონეს, ასევე ამცირებს არტერიულ წნევას, ამაღლებს ჰემოგლობინს, კარგად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე.
მიწავაშლა თავიანთ კვებაში აუცილებლად უნდა ჩართონ დიდი ქალაქების მცხოვრებლებმა, სადაც არცთუ სახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობაა. მას აქვს გარემოს ზემოქმედების ნეგატიური შედეგების განეიტრალების უნარი. ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები, ტოქსინები, რადიონუკლიდები და ზედმეტი ქოლესტერინი. ამას მის შემადგენლობაში ინულინი და უჯრედისი განაპირობებს.
მიწავაშლას ახალი ფესვი–ნაყოფი შემოდგომაზე ბევრად სასარგებლოა, რადგან შენახვის დროს ინულინის ნაწილი ფრუქტოზად გარდაიქმნება. დიაბეტით დაავადებულებისთვის არც ესაა ცუდი, რადგან ფრუქტოზა დიაბეტიანებს შაქარს უცვლის. არ შეგეშინდეთ იმისა, რომ ტოპინამბურის მიღებით ბევრ ფრუქტოზას იღებთ, რადგან ინულინისგან ფრუქტოზის მცირე რაოდენობა წარმოიქმნება, ხოლო გაუხლეჩავი რგოლები ნაწლავების ტრაქტში გადადის და ბევრ სასარგებლო ეფექტს იწვევს, ნაწლავების მიკროფლორას აუმჯობესებს, რაც, თავის მხრივ, ბევრ პრობლემას აგვარებს.
მიწავაშლაში შემავალი ინულინი რეგულარული მიღებისას აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას. ამით მცენარე სასარგებლოა როგორც დიაბეტით დაავადებულების, ისე ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის. ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია 30-40 გრამი გახეხილი გორგლის მიღება დღეში სამჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე.
ნახშირწყლების რაოდენობით მცენარე ჭარბობს ლერწმის შაქარსა და ჭარხალს. 100 კილოგრამი მიწავაშლას გორგლებიდან დაახლოებით 10 კილოგრამამდე ფრუქტოზას იღებენ.
ტოპინამბურს ასევე იყენებენ ორგანიზმიდან მარილების გამოდევნისთვის, ინსულტისა და ჰიპერტონიის დროს, ასევე მრავალი დაავადებისას; ის აღადგენს ძალებს. ამასთან, მისი მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს - მიწავაშლას მიღება შესაძლებელია ისევე, როგორც კარტოფილის - მოხარშულის, გამომცხვარისა თუ შემწვარის.
ტოპინამბურს იყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგოდ. საჭიროა მისი გორგლების გახეხვა და მასის სახეზე დადება 15-20 წუთის განმავლობაში. ასეთი ნიღბის გაკეთება შეიძლება 3-4 დღეში ერთხელ. საგრძნობი ეფექტი უკვე 10-15 პროცედურის შემდეგ შეიმჩნევა - ნაოჭები ქრება, ხოლო სახის კანი რბილი და მოქნილი ხდება. მეტი ეფექტის მისაღებად მიწავაშლას უმატებენ სელის ან კანაფის ზეთს.
მიწავაშლას ფოთლებს ადრე იყენებდნენ ოსტეოქონდროზის, ართრიტის, მარილების დაგროვების დროს. მცენარის ათი ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით სამი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და შემდეგ წყლიან აბაზანაში ჩაასხით. აბაზანის მიღება საკმარისია 10-15 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსია რვა პროცედურა.
მიწავაშლა გამოიყენება წონაში დასაკლებად - ის დაბალკალორიულია, სასარგებლო და ორგანიზმის გაწმენდის ფუნქცია აქვს.
მიწავაშლას უკუჩვენებები:
აღსანიშნავია, რომ ბოლომდე შესწავლილი არ არის ტოპინამბურის როგორც სასარგებლო, ისე მავნე თვისებები. ამჟამად მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მცენარე სრულებით უსაფრთხოა, თუ ადამიანი მის მიმართ ზემგრძნობიარე არ არის.
სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები>>
ექიმები ასევე გვირჩევენ, რომ მიწავაშლა არ მივიღოთ ნედლი სახით, თუ მეტეორიზმი გვაწუხებს, რადგან ის ნაწლავებში გაზებს აგროვებს, ამით კი ადამიანის მდგომარეობას ამძიმებს.
ექიმები ასევე გვირჩევენ, რომ მიწავაშლა არ მივიღოთ ნედლი სახით, თუ მეტეორიზმი გვაწუხებს, რადგან ის ნაწლავებში გაზებს აგროვებს, ამით კი ადამიანის მდგომარეობას ამძიმებს.
აქედან გამომდინარე, მიწავაშლას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.