თელავში 26 წლის ქალი მეგობარმა კაცმა მოკლა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. თელავში ახალგაზრდა ქალი მეგობარმა კაცმა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეგობრები იყვნენ. ქალს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევა დღეს თელავში, ალაზნის ქუჩაზე, იმ კორპუსში მოხდა, სადაც 26 წლის ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევის დროს სახლში ორი ბავშვი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქალს რამდენიმე თვის განმავლობაში ემუქრებოდა და მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.