თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
უზბეკეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს აიღო. მასში 85 ქვეყნის 577 სპორტსმენი (311 მამაკაცი და 266 ქალი) მონაწილეობს.
ფინალურ ორთაბრძოლაში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ბელგიელი მატიას კასე იყო. გრიგალაშვილმა ანერვიულა ქომაგები, მაგრამ დამატებით დროში მეტოქეს ძალა გამოაცალა. ნახევარფინალში ქართველმა აზერბაიჯანელი ძიუდოისტი, საიდ მოლაეი დაამარცხა.
გრიგალაშვილის ოქრო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალია საქართველოს ნაკრებისთვის.