სადეზინფექციო ხსნარი წყალში აერია: „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელი გარდაიცვალა

მამაკაცი კლინიკა „რუსთავში“ 6 ოქტომბერს გადაიყვანეს
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. გარდაიცვალა საწარმო „რუსთვის აზოტის" თანამშრომელი, რომელმაც შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია, ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
50 წლამდე მამაკაცი კლინიკა „რუსთავში” 4 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
მამაკაცს სადეზინფექციო ხსნარი წყალში აერია და შეცდომით დალია.