თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზიას“ 2023 წელს უკრაინის ნაცვლად დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს - შოუ ლივერპულში ჩატარდება.
ასეთი გადაწყვეტილება ევროპის სამაუწყებლო კავშირმა (EBU) უსაფრთხოების მოსაზრებების გამო მიიღო.
უკრაინა, რომელიც შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა, სანაცვლოდ პრეფერენციებს მიიღებს - მისი წარმომადგენელი პირდაპირ ფინალში მოხვდება.
2022 წელს კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
კონკურსის ჩატარების უფლებისთვის ასევე ქალაქი გლაზგო იბრძოდა.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს სახელით „ევროვიზია-2023“-ზე შოუ The Voice of Georgia-ს გამარჯვებული წარდგება.