თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ბოტანიკურ ბაღში 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი" გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.
ფესტივალი 12 საათზე თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის. ღონისძება 18:00 საათამდე გაგრძელდება.
დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავს. ასევე გამოიფინება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული.
„პურის ფესტივალზე" დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნოს და თემატურ გათამაშებებში ჩაერთოს.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი.
„პურის ფესტივალი" საქართველოში წელს მესამედ იმართება.