თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 2022 წლის იანვარი–სექტემბერში რუსეთის 780,3 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2021 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემზე 449,7%-ით მეტია და 35,3%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში მიიღო 3,9 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 199,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 46,2%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 2,7 მლნ, რაც 147,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარი–სექტემბერში. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 67,8%-ით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ სექტემბერში ქვეყანას ეწვია 163,2 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 392,4%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 10,7%-ით ნაკლები.
ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით. 2022 წლის იანვარი-სექტემბერი
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა,% |
რუსეთი | 780,3 | 449,7 |
თურქეთი | 543,5 | 141,0 |
სომხეთი | 521,7 | 385,6 |
ისრაელი | 155,4 | 137,7 |
უკრაინა | 127,7 | 11,5 |
ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტების რაოდენობა. იანვარი–სექტემბერში მათ ისტორიულ სამშობლოში განახორციელეს 216,9 ათასი ვიზიტი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით ორჯერ მეტია.
ტურისტების ძირითადი ნაწილი – 64,3% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა (ლიდერობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი "სარფი"). მეორე ადგილზეა საჰაერო გზა – 34,7% (ლიდერობს თბილისის აეროპორტი).