თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტელეარხ „რუსთავი2“-ზე ქართული ახალგაზრდული რეალითი-შოუ Prime House-ის მეორე სეზონი დაიწყო.
Prime House – რეალითი-შოუა, რომელსაც ქართულ ტელევიზიაში ანალოგი არ აქვს. 3 თვის განმავლობაში 14 მონაწილის ახალი მისამართი „პრაიმ ჰაუსი" იქნება, სადაც ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ერთად იცხოვრებენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მათ მოუწევთ სხვადასხვა დავალების შესრულება, ინტრიგების ხლართვა და ერთმანეთთან კონკურენცია.
ყველა მონაწილეს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ვინ დატოვებს პროექტს და ვინ განაგრძობს მონაწილეობას პირველობისთვის, ეს თავად მონაწილეებმა ყოველ შაბათს უნდა გადაწყვიტონ.
ტრადიციულად, პროექტის მონაწილეები არიან ტიკტოკერები, მუსიკოსები, ბლოგერები, სტუდენტები და სხვა ინფლუენსერები. ყველაზე უმცროსი 29 წლისაა, ყველაზე უფროსი – 40-ის.
რეალითი-შოუ Prime House-ის მონაწილეები
© Сourtesy of Prime House Reality
14 მონაწილე პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ცხოვრობს – მათ 24-საათიან რეჟიმში ათასობით ტელემაყურებელი აკვირდება.
თუმცა პროექტში დასარჩენად მათ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ, რადგან ყოველ კვირას სამი აუტსაიდერი გამოცხადდება, რომელთა ბედსაც ჟიურის წევრები და მაყურებელი გადაწყვეტენ. პროექტის მაყურებელი ერთ ფავორიტსაც აირჩევს.
ახალი ეპიზოდი ყოველდღე, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.
გიორგი ნაზღაიძე
© Courtesy of Prime House
პროექტის პირველი სეზონის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე გახდა. მან მიიღო მთავარი პრიზი – ბინა თბილისში.