მსოფლიო დღეს

ერდოღანი და ფაშინიანი პრაღაში შეხვდებიან: ცნობილია თარიღი და მიზნები

Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ხვალ, 6 სექტემბერს შეხვდებიან პრაღაში, იუწყება თურქული გაზეთი Milliyet.
ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო.
მანამდე ამგვარი შეხვედრის შესაძლებლობა დაუშვა როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, ისე სომხეთის წარმომადგენელმა დარეგულირების საკითხებში რუბენ რუბინიანმა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი ფაშინიანს ორი ქვეყნის სპეცწარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზებას შესთავაზებს, რომლებიც მონაცვლეობით გაიმართება თურქეთსა და სომხეთში, და არა მესამე ქვეყნებში.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ თურქეთის ლიდერი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივასაც წამოაყენებს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები 13 სექტემბერს კვლავ განახლდა. სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას სთხოვა დახმარება, თუმცა ორგანიზაციამ უარი განაცხადა ქვეყანაში სამშვიდობო ძალების გაგზავნაზე. რეჯეფ ერდოღანი სომხეთს აზერბაიჯანთან შეთანხმების ჩაშლისთვის „გარდაუვალი შედეგებით“ ემუქრებოდა.
წყარო: Milliyet