თბილისი, 4 სექტემბერი − Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მოსკოვის ოფისში საგანმანთლებლო პროექტ SputnikPro-ს ტრადიციული სესია დაიწყო დსთ-ის ქვეყნების ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის.
მოდულის 15 მონაწილეს შორის არიან ტელერადიოკომპანია „გომელის“ (ბელარუსი), ტელეარხ „ჰაბარ24-ის“, ტელეკომპანია „ცაიგის“ (სომხეთი) და სხვ. სპეციალისტები.
კვირეულის პროგრამის ფარგლებში მსმენელები დეტალურად გაეცნობიან თანამედროვე საერთაშორისო მულტიმედიური სააგენტოს მუშაობას, ფოტოჟურნალისტიკის ბოლო ტრენდებს, იმსჯელებენ მედიასაშუალებებში დეზინფორმაციის პრობლემასა და ახალი ამბების ვერიფიკაციის მეთოდებზე.
პროექტ SputnikPro-სმონაწილეები
© photo: Sputnik / Anton Denisov
გარდა ამისა, ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ მასტერკლასებში, რომლებსაც Sputnik-ის გამოცდილი ექსპერტები ჩაატარებენ.
მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართეს ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიის ქვეყნებში Sputnik-ის მედიაცენტრების დირექტორმა ანდრეი ბლაგოდირენკომ და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ სახალხო დიპლომატიის სამმართველოს უფროსმა ეკატერინა ტორუბაროვამ.
„მუშაობაში მოქნილობამ და ახალმა მიდგომებმა, უპირველეს ყოვლისა სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში, შესაძლებლობა მოგვცა, მინიმუმამდე დაგვეყვანა დასავლური მედიასერრვერების მიერ Sputnik-ის საიტების დაბლოკვით გამოწვეული ეფექტი“, − განაცხადა ბლაგოდირენკომ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომლის მიღებასაც შეძლებთ თქვენი რუსი კოლეგების პროექტის ფარგლებში ლექციებზე, გაკვეთილებსა და საქმიან შეხვედრებზე, აუცილებლად შეუწყობს ხელს თქვენს პროფესიულ ზრდას, ხოლო კულტურულ პროგრამა რუსეთის გულში ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს“, − მიმართა მონაწილეებს ეკატერინა ტორუბაროვამ.
SputnikPro-ს პირისპირ მოდულები დსთ-ის ქვეყნების ჟურნალისტებისთვის ხორციელდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფედერალური სააგენტოს, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის („როსოტრუდნიჩესტვო“) სააგენტოს პროგრამა „ახალი თაობის“ დახმარებით.
SputnikPro – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტებისთვის, პროფილური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, პრესსამსახურების თანამშრომლებისა და მედიამენეჯერებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული კავშირების განვითარებას უცხოელ კოლეგებთან. პროექტის წამყვანი მოდულები არიან როგორც Sputnik-ის მედიამენეჯერები, ისე სხვა ცნობილი რუსი ექსპერტები. სესიებზე განიხილება ჟურნალისტური პროფესიის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, მულტიმედიური კონტენტის შექმნა, სოციალურ ქსელებში მუშაობა, ახალი ამბების რესურსებზე ტრაფიკის მოზიდვა და მრავალი სხვა. 2018 წლის მარტიდან SputnikPro-ს მასტერკლასებში 8-ზე მეტი სახელმწიფოს 5000-მა მსმენელმა მიიღო მონაწილეობა.
Sputnik − საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო, მედიაჯგუფ Rossiya Segodnya-ს ნაწილი. Sputnik-ი აერთიანებს ვებსაიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ მაუწყებლობას მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქში და ახალი ამბების არხებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში დაახლოებით 50 მილიონი ვიზიტორია, სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა საერთო რაოდენობა 26 მილიონს აჭარბებს.