ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს

მელია ხელმძღვანელი თანამდებობის დატოვების უმცირეს შესაძლებლობასაც კი არ განიხილავს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო, თანამდებობა უნდა დატოვოს. მელიას თქმით, ექს-მინისტრმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს.

„ვინ რა განცხადება გააკეთა, განსხვავებული აზრი ერთია და ნორმალურია, უნდა იყოს, ამით ვამაყობ. განსხვავებული აზრი არსებობდა პირველივე წუთიდან. რაც შეეხება კითხვას, რეალობას არ შესაბამება, 0,001 პროცენტი არ არის ამის ალბათობა“, – განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
„ნაცმოძრაობა" „ქართული ოცნების" პოლიტიკის წყალობით დასუსტდა - ირაკლი კობახიძე>>
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ „ნაცმოძრაობაში“ ფინანსებისა და შიდა გავლენების გამო მიდის ბრძოლა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებულად გამწვავდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს