თბილისში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

ღონისძიების ამოცანაა დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დასაქმების ფორუმი, რომელსაც თბილისის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს მესამე პავილიონი უმასპინძლებს, 5 ოქტომბერს ჩატარდება, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
ღონისძიება ოფიციალურად 12:00 საათზე გაიხსნება. ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.
დასაქმების მსურველთათვის 1000-ზე მეტი ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს და ვაკანსიებს. ამის შემდეგ მათთვის ჩაინიშნება შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას მიიღებენ კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი და საშუალო კომპანიები: „მაკდონალდსი“, „ანტრე“, „ლეგატო“, „ვენდისი“, „ლუკა პოლარე“, „საბვეი“, KFC, HB, „ქართული სახლი“, „რედისონი“, „მარიოტი“, „ჰილტონი“ და ა.შ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს