ქართული ბრენდი Situationist პარიზის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი

ქართული ბრენდი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას მოდის კვირეულის ბოლო დღეს, 4 ოქტომბერს წარადგენს.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ქართული მოდის ბრენდი Situationist უკვე ზედიზედ მეხუთედ იქნება წარმოდგენილი პარიზის მოდის კვირეულზე, რომელიც 26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.
ქართული ბრენდი თავის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას მოდის კვირეულის ბოლო დღეს, 4 ოქტომბერს წარადგენს, თბილისის დროით 14:00 საათზე.
Situationist-ის ჩვენებაზე
Situationist მოდის სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ოფიციალურ კალენდარში 2020 წელს მოხვდა. მაშინ დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია აჩვენა.
ბრენდი Situationist დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს. მათი შემოქმედება უკვე შეაფასა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელიც არაერთხელ გამოჩნდა Situationist-ის სამოსით, ასევე კიმ კარდაშიანმა და სხვებმა.
Situationist-ის კოლექციის ახალი კაბა
ამ დროისათვის ბრენდი Situationist-ის ახალი მოდელების შექმნაზე მუშაობას მხოლოდ ირაკლი რუსაძე განაგრძობს.