პოლონეთსა და ესპანეთში საქართველოდან მივლენილი პოლიციის ატაშეები დაჯილდოვდნენ

დაჯილდოებულებს შორისაა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, პოლიციის ატაშე პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ევროპის ქვეყნებში მივლენილი პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, დაჯილდოებულებს შორისაა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, პოლიციის ატაშე პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია. პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ ის პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, გენერალმა იაროსლავ შიმჩიკმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია პოლიციის მთავარი კომენდატურის შენობაში გაიმართა.
საქართველოს პოლიციის ატაშე შალვა შუბლაძე ესპანეთში დააჯილდოვეს.
საქართველოს პოლიციის ატაშე, შალვა შუბლაძე კი ესპანეთის „წითელი ჯვრის" მედლით დაჯილდოვდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოელი პოლიციის ატაშე ესპანეთში აღნიშნული ტიპის და მაღალი რანგის მედლით დაჯილდოებულიყო.
შალვა შუბლაძეს „წითელი ჯვრის” მედალი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე მარლასკას ბრძანებით, ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებული წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გათვალისწინებით გადაეცა.
წყარო - შსს