თუშეთში ლეოპარდი წელს მეორედ გამოჩნდა - ფოტო

ლეოპარდი კავკასიაში გადაშენებულ სახეობად მიიჩნეოდა და 2001 წელს ქართველი ეკოლოგების მიერ კვლავ იქნა აღმოჩენილი.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ვიდეოხაფანგმა თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჯიქი (ლეოპარდი) წელს უკვე მეორედ დააფიქსირა, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ლეოპარდი საქართველოში 12 წლის შემდეგ პირველად 2021 წლის აგვისტოში დააფიქსირეს. ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ 2022 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა.
სააგენტოში ფიქრობენ, რომ ჯიქის კიდევ ერთი გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახეობა საქართველოში ბრუნდება.
ლეოპარდი
სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ (Nacres) მკვლევარები უკვე მეორე წელია სახეობათა მრავალფეროვნების კვლევის ფარგლებში თუშეთის დაცულ ტერიტორიებს აკვირდებიან.
რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა.
ლეოპარდი კავკასიაში გადაშენებულ სახეობად მიიჩნეოდა და 2001 წელს ქართველი ეკოლოგების მიერ კვლავ იქნა აღმოჩენილი.