როგორ აღნიშნავდნენ თბილისობას სხვადასხვა წლებში - ფოტო

წელს ყველაზე მხიარული და გემრიელი დღესასწაული „თბილისობა“ 38-ედ აღინიშნება
Sputnik
პირველად ეს დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს, თუმცა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1989-1994 წლებში „თბილისობა“ არ გამართულა. ყოველ ჯერზე თბილისის დღე გამოირჩეოდა მხიარულებით, სილამაზითა და გემრიელი ნუგბარით. დღესასწაულზე მისულებს ემოსათ ეროვნული სამოსი, ღვინო კი მდინარესათვის მოედინებოდა, იყო უამრავი სახეობის ხილი, მწვადები, ყვავილები და ღიმილიანი სახეები. „თბილისობას“ ტრადიციულად ესწრებოდნენ ქვეყნის პირველი პირებიც, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ანსამბლები და ქალაქის საპატიო სტუმრები. „თბილისობა“ ყოველთვის განასახიერებდა ამ ისტორიული ქალაქის მრავალეროვნულობას, მის კოლორიტს, თბილისურ სულსა და ხასიათს.
1 / 15

თბილისობაზე ყოველთვის შეხვდებით მეარღნეს, რომელიც სიკეთეს ასხივებს. ფოტო 1982 წლის თბილისობიდან

2 / 15

ეს კი ქართულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდაა გოგონაა 40 წლის წინანდელ თბილისობაზე

3 / 15

1983 წლის თბილისობას ესწრებოდა მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი კომუნისტური პარტიიდან ვიკტორ გრიშინი და ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კოიმტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე

4 / 15

ქართული ცეკვა „თბილისობა - 1983-ზე“

5 / 15

თბილისობაზე ტრადიციულად იმართება გადაღებები, რათა მოგონებები დიდი ხნით შემორჩეს ისტორიას

6 / 15

1985 წელი, ფოტოზე ერთდროულად ჩანან ახალი და ძველი თაობის წარმომადგენლები

7 / 15

აბანოთუბანი 1985 წლის თბილისობაზე

8 / 15

იგივე 1985 წელი, სადაც დღესასწაულის სტუმრებისათვის ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე მღეროდა

9 / 15

2001 წელს თბილისობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა, სადაც უამრავი ხალხი იმყოფებოდა

10 / 15

ეს კი 2004 წლის „თბილისობაა“, სადაც ღონისძიების სტუმრები ღვინოს წურავენ

11 / 15

ცნობილი ქართველი კინოკრიტიკოსი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე ჩოხით 2004 წლის თბილისობაზე. მას გვერდს უმშვენებს გოგონა თამარ მეფის კოსტიუმით

12 / 15

2007 წლის „თბილისობას“ კი შეუერთდნენ პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობებიც. კადრში ჩანს ისტორია, სილამაზე და მარადისობა

13 / 15

თბილისელი მეარღნე 2007 წლის „თბილისობაზე“

14 / 15

„თბილისობა 2008“ - მუსიკოსები ცნობილი გოგირდის აბანოების წინ

15 / 15

ეს კი გასაოცარი ქართული ცეკვებია 2008 წლის „თბილისობის„ დღესასწაულზე. მათ გარეშე ხომ „თბილისობა“ წარმოუდგენელია