მსოფლიო დღეს

ფლორიდაში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი შეეწირა - ვიდეო

ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინას შტატში „იანის" მოახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ფლორიდაში ქარიშხალ „იანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, იუწყება CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
„იანი“ შემცირდა პოსტტროპიკულ ციკლონამდე მას შემდეგ, რაც პარასკევს სამხრეთ კაროლინას დაატყდა დამანგრეველი ქარი და სიცოცხლისთვის საშიში შტორმი, რომელმაც ფლორიდაში სულ მცირე 42 ადამიანი შეიწირა“, - ნათქვამია სტატიაში.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „იანის“ გადასვლა პოსტტროპიკულ ციკლონში სულაც არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - განუცხადეს ტელეარხს ქარიშხლების კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ადამიანური მსხვერპლისა და უამრავი დაზიანებული სახლის გარდა, „იანმა“ ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. პორტალ Poweroutage.com-ის მიხედვით, რომელიც აგროვებს ქსელური კომპანიების მონაცემებს, ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის, ელექტროენერგიის გარეშე ფლორიდაში 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი რჩება, 147 ათასი - სამხრეთ კაროლინაში, თითქმის 285 ათასი - ჩრდილოეთ კაროლინაში და 58 ათასი - ვირჯინიაში.
გუშინ ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინას შტატში „იანის" მოახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ქარიშხალი „იანი“ 28 სექტემბერს ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დაარტყა, რამაც მასშტაბური ნგრევა და წყალდიდობა გამოიწვია, 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი უშუქოდ დარჩა. სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და აეროპორტების მუშაობა პარალიზებულია.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზიანს „ისტორიული“ უწოდა, ხოლო ერთ-ერთი ადგილობრივი მდინარის წყალდიდობა დაახასიათა როგორც მოვლენა, რომელიც ხუთი ათას წელიწადში ერთხელ ხდება.
წყარო - CNN