თბილისი, 1 ოქტომბერი– Sputnik. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1021-მა ამომრჩეველმა, რაც ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია.
ხმების 96,68% - 962 ხმა ზაზა ყურაშვილმა მიიღო, ხოლო 3,32% - 33 ხმა - მისმა კონკურენტმა პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ მამუკა ტუსკაძემ.
არჩევნების შედეგების სწრაფი შეჯამება შესაძლებელი გახდა ხმების ელექტრონული დათვლის სისტემის გამოყენების შედეგად.
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ყურაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდება, ხოლო „ქართული ოცნება“ მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას (ერთი ხმით) მოიპოვებს.