თბილისი, 29 სექტემბერი − Sputnik. დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ თავის ოთხ შვილიშვილს, პრინც იოაკიმის შვილებს პრინცისა და პრინცესას ტიტულები ჩამოართვა, ნათქვამია სამეფო ოჯახის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მისმა უდიდებულესობამ გადაწყვიტა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც იოახიმის შთამომავლები მხოლოდ მონპეზას გრაფისა და გრაფინიას ტიტულებით ისარგებლებენ“, – წერია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, დედოფალს სურს, რომ მისმა შვილიშვილებმა ისე ააგონ საკუთარი ცხოვრება, რომ არ იყვნენ შებოჭილი „განსაკუთრებული მოსაზრებებითა და პასუხისმგებლობებით, რასაც დანიის სამეფო სახლის ოფიციალური წევრობა გულისხმობს“.
ამასთან აღინიშნება, რომ დედოფლის ოთხივე შვილიშვილი შეინარჩუნებს რიგითობას ტახტის მემკვიდრეობაზე.
დანიის დედოფალი მარგრეტე II ახლა 82 წლისაა. ის ტახტზე 1972 წლის 14 იანვარს ავიდა მამის ფრედერიკ IX-ის გარდაცვალების შემდეგ.