დევნილებსა და ეკომიგრანტებს თვითდასაქმებაში დაეხმარებიან

ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 100 პირი დაფინანსდება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ფარგლებში ეკომიგრანტებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.
პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება, ნათქვამია განცხადებაში.
დევნილ და ეკომიგრანტ მეწარმეებს გრანტები გადაეცემათ>>>
დევნილებს და ეკომიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ თავად შეარჩიონ 2 ათასი ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 100 პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მოხდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს