მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შვედეთმა რუსულ გაზსადენებზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი დაასახელა

Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი − Sputnik. რუსული გაზსადენებიდან გაზის გაჟონვა აფეთქებების შედეგად მოხდა, განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნ ლინდემ.

„დანიისა და შვედეთის ეკონომიკურ ზონებში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-დან და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-დან გაზის გაჟონვა, დიდი ალბათობით, საბოტაჟური აფეთქებების შედეგად მოხდა. ჩვენ განვაგრძობთ ინფორმაციის მოკრებას და არ გამოვრიცხავთ არანაირ მიზეზს, პირსა თუ მოტივს“, − დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

მანამდე, ორშაბათს ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგანგებო შემთხვევა მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთ-ერთ ტოტზე, რომელიც ტექნიკური გაზით იყო შევსებული.
ინციდენტი დანიის წყლებში, კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად დაფიქსირდა, რასაც გაზსადენში წნევის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. ამის შემდეგ წნევა ასევე მკვეთრად დაეცა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ორივე ტოტზე.
აშშ-ის, გერმანიისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა არ გამორიცხეს, რომ საბოტაჟი თავად რუსეთის მოწყობილი იყოს. როგორც კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი „უკიდურესად შეშფოთებულია“ გაზსადენებიდან გაჟონვით, რასაც გაზზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა.