საქართველოს საგარეო უწყებაში პროტესტის გადასაცემად ბელარუსის ელჩი დაიბარეს

ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიას ოთხშაბათს ეწვია.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ქართულმა მხარემ გამოხატა პროტესტი ბელარუსის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიას ოთხშაბათს ეწვია. რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილავდა აფხაზეთის პრობლემებს, მხარეები „მივიდნენ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება" და მას დახმარება სჭირდება.

„ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, – განმარტეს სამინისტროში.

საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
სოხუმის დაცემის დღე - ქართველმა პოლიტიკოსებმა გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს >>
ბელარუსს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.