საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

ბიძგები თბილისის დროით 18:08 საათზე დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კილომეტრში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 18:08 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.