თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ცნობილი, ისე დამწყები მცირე მარნები, თბილისის მთაწმინდის პარკში 22 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი მეღვინეების გამოცდილებას, გასინჯონ ახალი მარნების ღვინოები და მიირთვან უგემრიელესი ტრადიციული კერძები.
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge, ან დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს ნომერზე 598 30 86 88.
რეგისტრაცია 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.