მშენებლობის ღირებულება საქართველოში კვლავ იზრდება - სტატისტიკის ახალი მონაცემები

მშენებლობის ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 11,8%-ით ზრდის ხარჯზე მოხდა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
წლიური ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 11,8%-ით ზრდამ, ასევე საშუალო ყოველთვიური ხელფასის 8,5%-ით ზრდამ გამოიწვია.
ამავე დროს, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7,2%-ით გაიზარდა, იუწყება „საქსტატი“.
საქართველოში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ეტაპობრივად გაიზრდება>>>
ცვლილება ძირითადად სამშენებლო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასის 16,4%-ით შემცირების გამო მოხდა.
საქართველოში 2022 წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამში 1,25 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 1.168 ობიექტი. 2021 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 52,3%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი – 3,5%-ით.