საქართველო და აზერბაიჯანი მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას აპირებენ

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი საქართველოს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიური კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი- Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. ამის შესახებ საუბრობდნენ შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი, ნათქვამია პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი საქართველოს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე ყოველწლიური კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება.
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ კამრან ალიევს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის.
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები.
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ 60 ქვეყნის 300 პროკურორი, გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები.