თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი უპრეცედენტო გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“ გაიხსნა.
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youth
ექსპოზიციაზე ქართველი მონარქის დიდი საქმეების ამსახველი უნიკალური ექსპონატები და როგორც მეფის, ასევე მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ძვირფასი მემორიალური ნივთებია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილს დამთვალიერებელი პირველად იხილავს.
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youth
იშვიათ ექსპონატებს შორისაა: მეფე ერეკლეს ბავშვობისდროინდელი სათამაშო, გულსაკიდი ხატი, სათვალე, თოფები (მათ შორის, თოფი მუსაიფი), ხმლები, სამეფო და საკათალიკოსო ტახტები, ერეკლე მეფის პორტრეტები, მეფის ახალუხი (ხალათი), საბეჭდავები, ხელნაწერები, ნაქარგობები და წიგნები.
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youth
გამოფენაზე დიდი ადგილი ეთმობა ერეკლე მეფის საბრძოლო წარმატებებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია იმ პერიოდის საქართველოში ჩამოსხმული ზარბაზნები, გამოჩენილი ქართველი მხატვრების ტილოები, რომლებიც ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებს მიეძღვნა.
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youth
გამოფენაზე საგანგებოდაა წარმოდგენილი დედოფალ დარეჯან დადიანის ზურმუხტის საყურეები, თეკლე ბატონიშვილის ოქროსა და ვერცხლის ქამრები და გიორგი XII-ის ნეფრიტის საბეჭდავი.
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youth
გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები საქართველოს ხუთი სხვადასხვა მუზეუმიდან. კერძოდ: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმიდან, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმიდან, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმიდან, საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youth
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქვეყნის წამყვანი მუზეუმების დირექტორები. გამოფენის კურატორია ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია.
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youth
დამთვალიერებლები გამოფენის ნახვას 16 სექტემბრამდე შეძლებენ. გამოფენის გახსნის დღეს იყო წარმოდგენილი ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი ორენოვანი კატალოგი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოიცა.