თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik.საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში თბილისის თანამედროვე ხელოვნების რიგით მესამე ბაზრობა (Tbilisi Art Fair, TAF) იმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
რეგიონში უმსხვილესი არტ-მოვლენა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ მრავალფეროვანი პროგრამით დაბრუნდა.
TAF 2022-ზე წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.
გამოფენების გარდა, ბაზრობა მოიცავს პერფორმანსებს, ვორქშოპებს, Taf Talks და სხვა ტიპის აქტივობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სცენებს შორის ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს.
ბაზრობა უმასპინძლებს სტუმრებს 25 სექტემბრამდე, 12:00-დან 20:00 საათამდე.