საქართველოში სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო გახდება

ნიშნები უნდა იყოს გამაფრთხილებელი და საინფორმაციო
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სამუშაო სივრცეებში უნდა განთავსდეს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ნათქვამია ახალ ტექნიკურ რეგლამენტში.
კერძოდ, ნიშნები უნდა აფრთხილებდეს საფრთხეების შესახებ, ასევე შეიცავდეს ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ყველა ნიშანი უნდა იყოს გარკვეული ფერის: წითელი ფერით აღინიშნება ამკრძალავი, საფრთხის ან განგაშის მანიშნებელი ნიშნები; ლურჯი ფერით – სავალდებულო ნიშნები, როგორიც არის სპეციფიკური ქცევა ან ქმედება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების აუცილებლობა; ყვითელი ან ნარინჯისფერი - მაფრთხილებელი, სავალდებულო ნიშნები; მწვანე -საევაკუაციო გასასვლელებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ნიშნები.
ყველა ნიშანზე უნდა იყოს დატანილი ქმედების ამსახველი პიქტოგრამა ან ნახატი, ასევე განათება.
წყარო - ტექნიკური რეგლამენტი