თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისი–სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი დაიღუპნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ავტომობილში მჯდომი ორი პირი, რომელთა შორის ერთი მოზარდია. ამ დროისათვის ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.