ქუთაისთან მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიის გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისი–სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი დაიღუპნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ავტომობილში მჯდომი ორი პირი, რომელთა შორის ერთი მოზარდია. ამ დროისათვის ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0