„ზე-კართან“: მაღალმთიანი აჭარა ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბესო სოლომონაშვილის ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენება.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ მაღალმთიან აჭარაში – შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 23-26 სექტემბერს გაიმართება.
ღონისძიების მიზანია მთიანი აჭარის კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები როსტომ ჩხეიძე, შორენა ლებანიძე, ბათუ დანელია, ივა პეზუაშვილი, გიორგი არაბული და სხვ.
„უკვე ათი წელია პუბლიკას გამოჩენილ ავტორებთან შეხვედრებით, ლიტერატურული საღამოებით, საჯარო ლექციებით, ფოლკლორული კონცერტებით, გამოფენებით, სპექტაკლებითა და კინოჩვენებებით ვანებივრებთ. წელსაც ჩვენ გველოდება მრავალფეროვანი და შემოქმედებითად დატვირთული შეხვედრები“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბესო სოლომონაშვილის ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენება.
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების დაფინანსებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.