საქართველოში ბრალდებულების ქონების დაყადაღების წესები შეიცვლება

საკონსტიტუციო სასამართლომ მოქმედი ნორმები საქართველოს მთავარ კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს, რომელიც ბრალდებულების ქონების დაყადაღების წესებს ეხება.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამჟამად მოქმედი ნორმები საქართველოს მთავარ კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, ასევე გასცა რეკომენდაციები ქონების ყადაღის ვადებთან დაკავშირებით.
შესწორებების მიღების შემდეგ ყადაღის დადება შესაძლებელი იქნება უკანონო გზით მოპოვებულ, ან ისეთ ქონებაზე, რომელთა მიმართ დანაშაულია ჩადენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
კერძოდ, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი, რომ ქონებას ახალი დანაშაულისთვის გამოიყენებენ, ან განადგურდება ან დაზიანდება, ან არის მისი დახარჯვის ან დამალვის საფრთხე, ან ეს აუცილებელია ამოღების მიზნით, რადგან არის მისი უკანონო გზით მოპოვების მტკიცებულებები.
კრიმინალური ვითარება საქართველოში: დანაშაულების ტოპ-5>>
კანონმდებლობის მიხედვით, ქონების დაყადაღება შესაძლებელი იქნება სამ ეტაპად. თითოეული ეტაპი ერთ წელიწადზე მეტხანს არ შეიძლება გაგრძელდეს.
შესწორებები პარლამენტის მიერ მისი სამი მოსმენით დამტკიცებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს