რა საკითხები განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმოს ხელმძღვანელმა?

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის საკითხი, მისი შედეგები და მოლოდინები განიხილა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელ ტედროს ადანომ გებრეისუსთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. აზარაშვილმა მონაწილეობა მიიღო საყოველთაო ჯანმრთელობისა და გლობალური ჯანმრთელობის მეგობართა ჯგუფის მესამე ყოველწლიურ მინისტერიალში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმოს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
ვიზიტის ფარგლებში აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ტედროს ადანომ გებრეისუსთან და ტაილანდის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დონ პრამუდვინაისთან სამმხრივი შეხვედრა გამართა.
როგორც ჯანმოს ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აზარაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსმა მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა, ენდემურ ვირუსად იქცა და ის დარჩება პოპულაციაში ისევე, როგორც სეზონური გრიპი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს