მსოფლიო დღეს

დიდი ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ მეორეს დაემშვიდობა

ელისაბედ II მამამისის, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში, მისი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიის საჯარო ნაწილი ვესტმინსტერის სააბატოში დასრულდა. ტრანსლაციას ახორციელებდა ტელეარხი Sky News.
დედოფალ ელისაბედის კუბოს მიასვენებენ ლონდონში ვესტმინსტერ-ჰოლში
თავდაპირველად კუბო დაასვენეს ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც დღის პირველ ნახევარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
საეკლესიო მსახურების დასასრულს გამოცხადდა საერთო ეროვნული დუმილის წუთი, ის ორ წუთს გაგრძელდა. მსახურება აღასრულა ვესტმინსტერის სააბატოს დეკანმა ჯონ ჰოლმა.
კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი უძღვება მსახურებას დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოს მიღებას ვესტმინსტერ-ჰოლში
დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვას სამეფო ოჯახის დიდი ნაწილი, სხვა ქვეყნების მონარქები, საზოგადო მოღვაწეები და მსოფლიო პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილმა ლონდონში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საღამოს კუბო გადაასვენეს ვინძორის სასახლეში, სადაც გაიმართა დაკრძალვის კერძო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა მეფე და სამეფო ოჯახის წევრები.
დიდი ბრიტანეთის მეფე კარლ III და პრინცი უილიამი მიყვებიან დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოს ბუკინგემის სასახლიდან ლონდონში ვესტმინსტერ-ჰოლში მსვლელობისას.
ცნობილია, რომ ელისაბედ II მამამისის, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში, თავისი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს. იქვეა დაკრძალული დედა-დედოფალი, ასევე ელისაბედ მეორის დის, პრინცესა მარგარეტის ნეშტი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს