ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირზე მეხუთედ წააგო

იმისათვის, რომ ტურნირი დადებითო ბალანსით დაასრულოს, გორგაძეს დარჩენილ შვიდ ბრძოლაში მინიმუმ ხუთი მოგება სჭირდება.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მერვე ბრძოლა წააგო.
მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა ნისიკიფუძისთან დამარცხდა.
ქართველ სუმოისტს სამი მოგება და ხუთი წაგება აქვს. იმისათვის, რომ ტურნირი დადებითო ბალანსით დაასრულოს, გორგაძეს დარჩენილ შვიდ ბრძოლაში მინიმუმ ხუთი მოგება სჭირდება.
გორგაძემ შემოდგომის ტურნირი აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგში დაიწყო. 34 წლის ტოჩინოშინმა წინა ბაშოზე პოზიციების გაუმჯობესება ვერ შეძლო, რადგან ზაფხულის ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
აკი ბაშო კოკუგიკანში 11-25 სექტემბერს იმართება.