ტოჩინოშინმა რამდენიმე წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა - ვიდეო

ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ოთხი მარცხია.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მეექვსე მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს სძლია.
ამგვარად, ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ოთხი მარცხია. ტოჩინოშინს კიდევ რვა ბრძოლა აქვს წინ.
გორგაძემ შემოდგომის ტურნირი აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგში დაიწყო. 34 წლის ტოჩინოშინმა წინა ბაშოზე პოზიციების გაუმჯობესება ვერ შეძლო, რადგან ზაფხულის ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
აკი ბაშო კოკუგიკანში 11-25 სექტემბერს იმართება.