თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მეოთხედ დამარცხდა.
აკი ბაშოს მე-6 საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე იაპონელი ტაკანოშო იყო. ტაკანოშომ უპირატესობა ორთაბრძოლის დასაწყისშივე მოიპოვა და ლევან გორგაძე მარტივად, იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ამგვარად, ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ორი მოგება და ოთხი მარცხი აქვს. შემდეგ შეხვედრას ქართველი სუმოისტი მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუსთან გამართავს, რომლის ანგარიშზეც ამ ბაშოზე ხუთი გამარჯვება და ერთი წაგებაა.