მსოფლიო დღეს

სი ძინპინი: SCO-ს ქვეყნებში ფერადი რევოლუციები არ უნდა დავუშვათ

Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ერთმანეთის ძალისხმევას, რათა ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებში ფერადი რევოლუციების მოწყობა არ დაუშვან.
აღნიშნულის შესახებ მან უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ერთმანეთის ძალისხმევას უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ გარე ძალების მცდელობები – მოაწყონ ფერადი რევოლუციები, და ერთობლივად შევეწინააღმდეგოთ სხვა ქვეყნების საქმეებში ნებისმიერი საბაბით ჩარევას", — თქვა სი ძინპინმა.

უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს. მისი მონაწილეები ხელს მოაწერენ სამარყანდის დეკლარაციას, რომელშიც წევრი ქვეყნების პოზიციები იქნება დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი რეგიონული და გლობალური საკითხების თაობაზე.