მსოფლიო დღეს

პუტინმა და ერდოღანმა სამარყანდში შეხვედრა გამართეს

მხარეებმა მარცვლეულის თაობაზე გარიგების რეალიზაცია და ეფექტიანობა, აგრეთვე რუსული სურსათის მიწოდების საკითხები განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე შეხვდნენ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სახელმწიფოების მეთაურებმა შეაფასეს ხორბლის თაობაზე გარიგების რეალიზაციის, აგრეთვე რუსული სურსათის მიწოდების, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები.
თურქეთი რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის ერთ-ერთი მზარდი მიმართულება საინვესტიციო თანამშრომლობაა. ვითარდება ასევე კავშირები ატომური ელექტროსადგურის Akkuyu-ს ერთობლივი პროექტის რეალიზაციის ფარგლებში.
სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა 1992 წლიდან მიმდინარეობს. რუსეთმა და თურქეთმა 2017 წელს კონტრაქტი გააფორმეს С-400 კომპლექტის მიწოდების თაობაზე. 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე თურქულ მხარეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები გადაეცა.