პანდემიის შემდეგ მწერალთა სახლში ბავშვებთან შეხვედრების ტრადიცია აღდგება

პროექტის მიზანია უმცროს თაობაში წიგნისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მწერალთა სახლში დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული, ბავშვებთან შეხვედრები აღდგება, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„პანდემიის დროინდელი ონლაინ-შეხვედრებიდან ვუბრუნდებით მწერალთა სახლს. 24 სექტემბრიდან შაბათობით კვლავ გელით მწერალთა სახლი ვასო გულეურთან ერთად“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ტრადიციულად, პროექტის „ბავშვები მწერალთა სახლში“ ფარგლებში საბავშვო მწერალი ვასო გულეური წიგნის მოყვარულ ბავშვებს მწერალთა სახლში ხვდება და მათ ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს აცნობს.
პროექტის მიზანია უმცროს თაობაში წიგნის პოპულარიზაცია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს