თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა და უარყოფით ბალანსზე გავიდა.
აკი ბაშოზე ქართველი სუმოისტი ენდოს დაუპირისპირდა, რომელმაც ორთაბრძოლა შეჯახებისთანავე აქტიურად დაიწყო და ტოჩინოშინი დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია.
ლევან გორგაძემ სცადა უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენა, თუმცა ენდოს ზეწოლას ვეღარ გაუძლო და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ლევან გორგაძეს აღნიშნული მარცხის შემდეგ აკი ბაშოზე ორი გამარჯვება და სამი წაგება დაუგროვდა, ხვალ კი მისი მეტოქე მეათე მაეგაშირა ტაკანოშო იქნება.