„ჩვენ ვაგრძელებთ" - პუტინი რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობაზე

ჩვენ ვაგრძელებთ კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო სწრაფად იცვლება, უცვლელი რჩება მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრაზე, წერს სააგენტო РИА Новости.
„მინდა აღვნიშნო, რომ თავმჯდომარესთან შეხვედრა ოლიმპიურ პეკინში ნახევარი წლის წინ გვქონდა და ამ დროის მანძილზე ბევრი რამ მოხდა.
მსოფლიო სწრაფად იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი: ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრობა, ჩვენი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, კეთილი და ყოვლისმომცველი პარტნიორული ურთიერთობები და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ურთიერთობების განმტკიცებას“, – განაცხადა პუტინმა.
აღნიშნული განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების ორმხრივი შეხვედრა სამარყანდში გაიმართა, სადაც 15-16 სექტემბერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტი ტარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს